ინდივიდუალური სახლი ტაბახმელაში. პროექტი არის კარკასული კონსტრუქცია, მანსარდული ტიპის გადახურვით. I სართულზე განთავსებულია სამზარეულო და ყოველდღიური სამყოფი ოთახი, რომლებიც ერთმანეთთან ბარის სადგომით არის გამიჯნული. ესეთი ტიპის გადაწყვეტა ხელს უწყობს ინტერიერსში საინტერესო სივრცის შექმნას. ასევე საერთო ოთახი და სამზარეულო უკანა ფასადზე დაკავშირებულია საზაფხულო ვერანდასთან. II სართულზე განთავსებულია საძინებელი ოთახები, რომლებიც მცირე ზომის აივნებით გადაჰყურებენ საზაფხულო ვერანდას.