პროექტები

ვრცლად

სერვისი

ოცნების სახლი რეალობაა!

BB studio-ს მისიაა დამკვეთისთვის კომფორტის შექმნა. კვლევის შედეგად, ბაზარზე არსებული კონკურენციის და ფასის გათვალისწინებით, გთავაზობთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური დანახარჯით!

დაგეგმილი პროექტები

სახლი ორთაჭალაში

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში. პროექტი წარმოადგენს კარკასული ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას ბრტყელი ტიპის გადახურვით. I სართულის იატაკი მიწის ნიშნულიდან აწეულია 1.2 მ-ით. მოსაპირკეთებელ მასალად გამოყენებული იქნება; მაღალი ხარისხის ლესვა-დაბრიზგვა, საღებავის გრუნტით დამუშავება და შეღებვა, ბაზალტით მოპირკეთება, კვადრატული მილის მოაჯირები ნაწილობრივ გალაკული ხის არქიტექტურული დეტალებით იქნება მოწყობილი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ხის ფაქტურით ორმაგი მინაპაკეტით. საპროექტო ტერიტორიის ღობის სიმაღლე იქნება 2.45 მ, ხოლო მოსაპრკეთებლად გამოყენებული იქნება ლესვა-დაბრიზგვა, საღებავის გრუნტით დამუშავება და შეღებვა, ნაწილობრივ მოპირკეთდება აგურით. ასეთი ტიპის არქიტექტურული გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ტერიტორიის განვითარებას და მის შერწყმას გარემოსთან.

გალერეა

პროექტები