პროექტები

ვრცლად

სერვისი

ოცნების სახლი რეალობაა!

BB studio-ს მისიაა დამკვეთისთვის კომფორტის შექმნა. კვლევის შედეგად, ბაზარზე არსებული კონკურენციის და ფასის გათვალისწინებით, გთავაზობთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური დანახარჯით!

სიახლეები

2012 წლის იანვარში გაფორმდა ხელშეკრულება სასტუმროს პროექტირებაზე და მშენებლობის ხარისხის კონტროლზე.

2012 წლის მარტში გაფორმდა ხელშეკრულება ხეჩინაშვილის კლინიკის მთავარი შესასვლელის პროექტირებაზე და დიზაინზე.

2012 წლის მაისი გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია "ელ-ეს-ჯი"-თან, ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს პათოლოგიის ლაბორატორიის შენობის ინტერიერის დიზაინის ვიზუალზე.

2012 წელის აგვისტოში გაფორმდა ხელშეკრულება სასტუმროს და სპა ცენტრის პროექტირებაზე და მშენებლობის ხარისხის კონტროლზე.

2013 წლის აპრილში მივიღეთ მონაწილეობა დეველოპერული კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეფციის შექმნაში, ამჟამად მიმდინარეობს საკონკურსო დავალებაზე მუშაობა.

2013 წლის 2 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება საოფისე შენობის პროექტირებაზე და მშენებლობის ხარისხის კონტროლზე.

2013 აგვისტოში გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალური სახლის პროექტირებაზე.

2013 სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულება ინტერიერის დიზაინის მომზადებაზე წერეთლის გამზირზე, პარალელურად მოვახდინეთ აღნიშნული დიზაინის სარემონტო სამუშაოების წარმოება.

2014 წელს ვაგრძელებთ კომპლექსი დოლაბაურის მშენებლობის მენეჯმენტს და ხარისხის კონტროლის მონიტორინგს, პარალერურად მოვახდინეთ პროექტის კორექტირება ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში.

2014 წელს მოვახდინეთ ინტერიერის დიზაინის პროექტირება და ხარისხის კონტროლი ქავთარაძეზე.

2014 წელს სექტემბერში ნუცუბიძეზე დავაპროექტეთ ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლი.

2015 წელს დავიწყეთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. 30 მარტს გავიმარჯვეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, კერძოდ;  საბავშვო ბაღების (ბალიჭის და კაზრეთის), სპორტული მოედნების (გეოლოგების დასახლებაში და რაჭისუბანში), ქ. ბოლნისის დავით აღმაშენებლისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების მიმდებარედ არსებული დეკორატიული კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის. SPA150009178 SPA150009177

2015 წლის 24 აპრილს გავიმარჯვეთ სს "საქართველოს რკინისგზა"-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ხაშურის სალოკომოტივო დეპოში სამორიგეო შენობის პროექტის მომზადება და შეთანხმება ხაშურის არქიტექტურის სამსახურში, ასევე პროექტმა გაიარა ლევან სამხარაულის ექსპერტიზა და მივიღეთ დადებითი დასკვნა. SPA150010380

2015 წლის 15 ოქტიმბერს გავიმარჯვეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ბაზრის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე SPA150027224

2015 წლის 14 აპრილს დაიდო ხელშეკრულება შპს "BB 8"- თან, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების მაღაზიის პროექტირებაზე

2015 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ორთაჭალის მიმდებარედ ხეივნის დასახლებაში ინდივიდუალური ერთ ბინიანი სახლის პროექტირებაზე

2015 წელს მოვახდინეთ ბაგებში ინტერიერის დიზაინის პროექტის მომზადება და სარემონტო სამუშაოების ზედამხვედელობა.

პროექტები